მედიასამართალს საერთაშორისო კონფერენცია...

y

მედიასამართალს საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 04/11/2019

2 ნოემბერს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“ თემაზე, ,,მედიასამართალი ახალი გამოწვევების ფონზე“ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომლის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ) სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. მოწვეულ სტუმრებს მიესალმენ საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ)  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიისა პროექტების მენეჯერი ხათუნა დიასამიძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა  და ადამიანის უფლებათა კომიტეტების თავმჯდომარეები ანრი ოხანაშვილი და სოფიო კილაძე, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკისა და ბიზნესის დეპარტამენტის უფროსი და კონსული იან ბითნერი, სულხან საბა ორბელიანს სახელობის უნიოვერსიტეტის რექტორი პროფესორი ვაჟა ვარდიძე. აუდიტორიას ზაარბრიუკენიდან მიმართა ქალაქ ზაარბრიუკენის მერმა, ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილმა დირექტორმა უვე ქონრათმა. მისასლმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს კომუნიკაციოების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური მედიამომსახურების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი ივანე მახარაძე, რომელმაც ისაუბრა გამოხატვის სტანდარტზე საქართველოში და მარეგულირებელი ორგანოს როლზე მასში. ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილმა დირექტორის მოადგილემ და ევროპული მედიასამართლის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ (EMR) იორგ უკროუმ წარმოადგინა მოხსენება ევროკავშირის მედიარეგულაციები ციფრული შიდა ბაზრის სფეროში.  LL.M (Harvard), სამოქალაქო სამართლის, საერთაშორისო კერძო სამართლის და შედარებოთი სამართლის პროფესორმა, ზიგენის უნივერსიტეტის მედიისა და საკომუნიკაციო სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა (IMKR) ჰანეს როსლერმა ისაუბრა პიროვნული უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების შესახებ კონფლიქტურ სიყუაციებში,სულხან საბა ორბელიანისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტების ასოცირებულმა პროფესორმა სერგი ჯორბენაძემ  წარმოადგინა მოხსენება გამოხატვის თავისუფლება სოციალურ მედიაში (ქართულ რეალობაში).

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია. კონფერენციის მეორე პანელში ლაიბნიცის სახელობის მედიაკვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ_თანამშრომლის ჰანს ბრედოუს სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ამელი ჰელდითმა ისაუბრა სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ ინტერნეტში და მიმწოდებელთა ვალდებულებებზე სოციალურ ქსელებში. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა ნატა ძველიშვილმა აუდიტორიას მიაწოდა ინფორმაცია მედიის მპრობლემებზე ციფრულ ერაში. ზაარლანდის ფედერალური მიწის მედიაუწყების ყოფილი დირექტორის მოადგილე და ევროპული მედიასამართლის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარემ იურგ უკროუმ ისაუბრა Fake Newsზე და დეზინფორმაციაზე, როგორც სამართლებრივ პრობლემაზე. MS.c.Oxford) სულხან საბა ორბელიანის სახ. უნივერსიტეტის სისხლის სამართლის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა უჩა ბახტაძემ წარმოადგინა მოხსენება დანაშაულის გაშექება და გამოხატვის თავისუფლების ფარგლები საქართველოში. კონფერენციის დასასრულს გაიმართა დისკუსია.

ნოემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi