ქართველი მოსამართლეები ლუქსემბურგიდან...

n

ქართველი მოსამართლეები ლუქსემბურგიდან დაბრუნდნენ

გამოქვეყნებულია: 11/11/2019

4-5 ნოემბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის სასამართლოში, გაიმართა საქართველოს სასამართლო ხელისუფლების, მათ შორის საქართველოს უზენაესი სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელთა ვიზიტი, რომელიც მოიცავდა გაცნობით შეხვედრებს და სემინარებს ქართველი მოსამართლეებისთვის საინტერესო საკითხებზე.  ვიზიტი განხორციელდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროეტის ფარგლებში. უზენაესი სასამართლოდან დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო ბაქაქური და ნუგზარ სხირტლაძე.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi