ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა...

u

ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა ახალი კვლევა გამოსცა

გამოქვეყნებულია: 21/11/2019

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გამოიცა ახალი კვლევა სახელწოდებით „აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართ: საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“.

კვლევა მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი ასპექტების წარმოჩენას არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკასთან მიმართებით. ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია ამ მიმართულებით ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და არაერთი სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტით გამყარებული საერთაშორისო სტანდარტები ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები.  კვლევის მეორე ნაწილი ეთმობა  ეროვნული პრაქტიკის, კერძოდ, 2017-2018 წლებში საქართველოს პირველი ინსტანციის საერთო სასამართლოების მიერ არასრულწლოვანთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ განჩინებათა ანალიზს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების შუქზე. ნაშრომი მოიცავს ასევე ხსენებულ განჩინებათა სტატისტიკურ ანალიზს ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა სასამართლოთა ტერიტორიულობა, ბრალდებულთა ასაკი, სქესი და სხვ.  

კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელევანტური საერთაშორისო აქტების გამოყენების პრაქტიკას. ეროვნული სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრეცედენტული სამართლის გამოყენების მაგალითების თვალსაჩინოებისათვის განჩინებებიდან ციტირებულია შესამაბისი ამონარიდები და შეფასებულია, რამდენად ხდება აღნიშნული მასალის საქმის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებთან მისადაგება.

იდენტიფიცირებული გამოწვევების კვალდაკვალ სხვადასხვა საერთაშორისო სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შემოთავაზებულია რეკომენდაციები ამგვარი კატეგორიის საქმეებზე სამართალწარმოებისა და საკანონმდებლო ბაზის სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით.

კვლევა საინტერესო იქნება, როგორც მართლმსაჯულების სფეროში მოღვაწე პირებისთვის, ასევე ფართო პროფილის იურისტების, აკადემიური წრის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის.

იხილეთ ბმული

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi