მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი საიუბილეო...

sh

მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი საიუბილეო კონფერენციაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 29/11/2019

29 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაერო-ს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა,  რომელიც აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებას მიეძღვნა. 

ღონისძიებაზე  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და განრიდებისა და მედიაციის პროგრამის შედეგები განიხილეს. კონფერენცია საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზებით და ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობითგაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი შავლიაშვილი, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში დოქტორი ხასან ხალილი და ევროკავშირის დელეგაციის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე კატალინ გერმანი.

ღონისძიების მონაწილეებს ბავშვის უფლებათა კონვენციის 30 წლისთავზე და საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესახებ სიტყვით მიმართეს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა,  ხასან ხალილმა და ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა.

მინისტრის თქმით, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველომ ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროს განვითარებისათვის და ამ პროცესში იუსტიციის სამინისტროს გვერდით ყოველთვის იყვნენ ევროპელი პარტნიორები. თეა წულუკიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირისსასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს მოსამართლე რენატე ვინტერს და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ხასან ხალილს. 

კონფერენციის მონაწილეებს   მიესალმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა და ისაუბრა 2015 წელს მიღებულ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ინოვაციური კოდექსის მნიშვნელობაზე, რომლის მიზანია, ციხის და სადამსჯელო მექანიზმების სანაცვლოდ, არასრულწლოვანს შესთავაზოს ქცევის შეცვლასა და რეაბილიტაციაზე ორიენტირებული მიდგომები. 

ისაუბრეს განრიდებასა და მედიაციის პროგრამებზე, რომლებიც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს აძლევს საშუალებას, გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, ჩადენილ ქმედებაზე პასუხისმგებლობა აიღოს ალტერნატიული ფორმით და განაგრძოს ცხოვრება ნასამართლობისა და სასჯელის გარეშე.

კონფერენციაზე მსჯელობა ამ სფეროში დღეს მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებზეც გაიმართა.აღინიშნა, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგებისა, რასაც აღნიშნავენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, მაინც არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაზეც სახელმწიფო მუშაობს. განსაკუთრებით, ეს ეხება არასრულწლოვნების სასჯელის აღსრულების პირობებს.  

„ყველა ვთანხმდებით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, ხოლო მათ უფლებებს − განსაკუთრებული დაცვა. ბავშვის უფლების დაცვა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს მაშინ, როდესაც ბავშვი ხვდება მართლმსაჯულების სისტემაში. საქართველომ უკანასკნელ წლებში შეძლო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფერო გარდაექმნა თანამედროვე ევროპული ტიპის სისტემად, სადაც მთავარი და ძირითადი პრიორიტეტი ბავშვის საუკეთესო ინტერესებია“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.

კონფერენციის მსვლელობისას გაიმართა სისტემის გამორჩეული პროფესიონალების, პროკურორების, სოციალური მუშაკებისა და მედიატორების დაჯილდოების ცერემონია, რომელთაც სამახსოვრო პრიზები იუსტიციის მინისტრმა გადასცა.

დეკემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi