უზენაეს სასამართლოში სიფას-ს მონაწილეობით...

s

უზენაეს სასამართლოში სიფას-ს მონაწილეობით სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 06/12/2019

6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მონაწილეობით სხდომა გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, რომელმაც ხაზი გაუსვა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში სამოსამართლო და ზოგადად მართლმსაჯულების პრაქტიკისთვის  მნიშვნელოვან და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობის მნიშვნელობას, მათ შორის მართლმსაჯულების განმხორციელებელ მხარეთა შორის, და აღნიშნა, რომ ამ თვალსაზრისით უზენაეს სასამართლოს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ამ ფორმატში მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთა შორის განიხილეს  პირველი, მოსამართლის მიერ საქმის მომზადება, ფაქტებზე მითითების უფლების შეზღუდვის ფარგლები, სარჩელის უზრუნველყოფის შებრუნების მტკიცების სტანდარტის განსხვავებულობა სარჩელის უზრუნველყოფის სტანდარტთან, იძულების შედეგად დადებული გარიგების საცილოობა თუ უცილოდ ბათილობა - მიმართება ხანდაზმულობისა და შეცილების ვადებთან. საკითხზე ისაუბრა ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.

სხდომაზე განიხილეს სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საჭიროება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს ადვოკატმა გიორგი სვანაძემ და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ.

სხდომის მონაწილეებს დაურიგდათ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებული და გამოცემული ბროშურა ,,სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის როლი სამართალწარმოების პროცესში.“, რომელიც წარმოადგენს საინტერესო  და სასარგებლო ნაშრომს სამართალწარმოების სფეროთი დაინტერესებული ყველა პირისათვის.

დღის წესრიგის მესამე საკითხი მიეძღვნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას. პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მიმოხილვა წარმოადგინეს ადვოკატმა ლაშა ნოდიამ და უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა  სანდრო ჯორბენაძემ.

დასასრულს შეხვედრის შედეგები შეაჯამა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია  თოდუამ, რომელმაც კმაყოფილება გამოხატა საბჭოს ფორმატში გამართული ნაყოფიერი მუშაობის გამო და აღნიშნა, რომ სამართალწარმოებაში მონაწილე ყველა მხარის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული სრულყოფისათვის, უზენაესი სასამართლო ყოველთვის დაუთმობს თავის კედლებს აღნიშნული ფორმატის შეხვედრებს.

იანვარი 2020

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi