კვლევების პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა...

k

კვლევების პრეზენტაცია ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა

გამოქვეყნებულია: 09/12/2019

2019 წლის  9 დეკემბერს,  უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში,   უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევების:  „აღკვეთის ღონისძიებათა გამოყენება არასრულწლოვანთა მიმართ საერთაშორისო სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ და „წამების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს - 10 დეკემბერს მიეძღვნა.

ნაშრომი გამოცემულია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს მიერ და ახორცილებს ევროპის საბჭო.

ღონისძიება გახსნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული კვლევების ავტორთა შრომას და ძალისხმევას ყველა დაინტერესებული იუსრისტისთვისა და პირველ რიგში მოსამართლეთათვის, ესოდენ მნიშვნელოვანი  ნაშრომის  პროფესიულ საქმიანობაში გამოსაყენებლად. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერასა და მუშაობას, რის გარეშეც ძალიან რთული იქნებოდა კვლევების გამოცემა და გავრცელება. დამსწრე აუდიტორიას მიესალმა და კვლევების შესახებ ისაუბრა ევროკავშირის სასამართლოს  მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელმა რენატე ვინტერმა. ნაშრომებთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის მოსამართლე გიორგი შავლიაშვილმა, ევროპის საბჭოს ,,სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის  მხარდაჭერა-სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ პროექტის უფროსმა ოფიცერმა გიორგი გიორგაძემ, უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ, ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მთავარმა კონსულტანტმა ეკა მამალაძემ და ამავე ცენტრის რეფერენტმა ნიკო დათეშიძემ.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, არასამთავრობო უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2020

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi