მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების...

yy

მოსამართლე ნინო ბაქაქური მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) შეხვედრაში მონაწილეობდა

გამოქვეყნებულია: 09/12/2019

2019 წლის 5-6 დეკემბერს, საფრანგეთის ქალაქ  სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის 33-ე პლენარული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური მონაწილეობდა.

პლენარულ შეხვედრას წინ უძღოდა აღსრულების მე-2 გლობალური ფორუმი სახელწოდებით „ციფრული აქტივების მიმართ აღსრულების სამომავლო პერსპექტივები“, სადაც მოსამართლე ნინო ბაქაქურმა CEPEJ-ის მართლმსაჯულების ხარისხის სამუშაო ჯგუფის (CEPEJ-GT-QUAL)  სახელით „სასამართლოების სისტემაში და მათ გარემოში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ევროპული ეთიკის ქარტიის“ შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

CEPEJ-ის პლენარული სხდომა დაიწყო  კომისიის მართლმსაჯულების სისტემების შეფასების სამუშაო ჯგუფის ყოფილი პრეზიდენტის, მოსამართლე ჟან პოლ ჟანის (საფრანგეთი)„ღირსების მედლით“  საზეიმო დაჯილდეობით, კომისიის საქმიანობაში მის მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.

კომისიის წევრებმა მოისმინეს CEPEJ-ის 4 სამუშაო ჯგუფის (GT-EVAL, GT-QUAL, SATURN და მედიაცია) ანგარიში 2019 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ და დაამტკიცეს მათ მიერ მომზადებული დოკუმენტები.

კომისიის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ალბანეთში, აზერბაიჯანში, ესპანეთში, კოსოვოში, ლატვიაში, მალტაში, მოლდოვაში, სლოვაკეთში, ტუნისში, ეგვიპტესა და მაროკოში მიმდინარე CEPEJ-ის თანამშრომლობის პროგრამების, ასევე, საქართველოში, ესპანეთსა და მალტაში დაგეგმილი სამომავლო  პროექტების თაობაზე.

დასასრულს, კომისიის წევრებმა დაამტკიცეს CEPEJ-ის 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისია ევროპის საბჭოს მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც შედგება ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების 47 წარმომადგენლისგან. საქართველოს კომისიაში 2016 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური წარმოადგენს.

იანვარი 2020

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi