უზენაეს სასამართლოს სტუდენტური პარლამენტის...

t

უზენაეს სასამართლოს სტუდენტური პარლამენტის წევრები სტუმრობდნენ

გამოქვეყნებულია: 12/12/2019

11 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სტუდენტური პარლამენტის 40 წარმომადგენელი  ესტუმრა, რომლებსაც შეხვდნენ უზენაესი სასამართლოს სამართლებრივი მხარდაჭერის ხელმძღვანელი ლია ყიფიანი, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა ჩარკვიანი და სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსი ნინო შონია.

უზენაესი სასამართლოს წარომადგენლებმა ვრცელი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სტუდენტებს უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, სტრუქტურის, საქმეთა ელექტრონული განაწილების, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის, საერთაშორისო დონოორგანიზაციებთან თანამშრომლობის და დაგეგმილი ღონისზიებების შესახებ. შეხვედრა გაიმართა უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის ისტორიულ დარბაზში. შეხვედრის შემდეგ სტუდენტებმა გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები და ესტუმრნენ მართლმსაჯულების მუზეუმს.

სტუდენტური პარლამენტი 2016 წელს ჩამოაყალიბეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, რომელთა შორის უმეტესად არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  (თსუ), საქართველოს ეროვნული (სეუ) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები. სტუდენტური პარლამენტის  ადმინიასტრაცია ახალი უნივერსიტეტის შენობაში მდებარეობს. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კომიტეტების, განათლების, იურდიულ საკითხთა და სხვა კომიტეტების მუშაობაში. სტუდენტური პარლამენტის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი სტუდენტი, ვისაც ექნება სურვილი აქტიურად ჩაერთოს სტუდენტური პარლამენტის ცხოვრებასა და საქმიანობაში. დღეს სტუდენტური პარლამენტში გაერთიანებულია 2000 წევრი, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ საქართველოს პარლამენტის წევრებთან, იწვევენ მათ თავიანთ შტაბ-ბინაში და აქტიურად არიან ჩართული საკომიტეტო მუსაობაში დეპუტატებთან.

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2020

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi