სტატისტიკის სექტორის წარმომადგენლებმა...

s

სტატისტიკის სექტორის წარმომადგენლებმა დეკემბერში ტრენინგები გამართეს

გამოქვეყნებულია: 23/12/2019

ევროპის საბჭოს პროექტის ,,დისკრიმინაცია და სიძულვილით მოტივირებული დანაშაული საქართველოში“ ფარგლებში, მიმდინარე წლის 14-15 დეკემბერს, ყვარელში, ყვარლის ტბაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საქართველოს უზენაესი  სასამართლოს ერთობლივი ძალისხმევით, გაიმართა ტრენინგი აღმოსავლეთ საქართველოს მოსამართლეთა თანაშემწეებისთვის დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ, მონაცემთა შეგროვების თაობაზე. ტრენინგზე  უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსმა ლია მჭედლიშვილმა მონაწილეებს წარუდგინა ახალი სტატისტიკური ანგარიშების ფორმები და გააცნო მათი შევსები წესები.

აღნიშნული ღონისძიების მსგავსად მიმდინარე წლის 7-8 დეკემბერ, წყალტუბოში იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო ცენტრში დასავლეთ საქართველოს მოსამართლეების თანაშემწეებს ჩაუტარდათ მსგავსი ხასიათის ტრენინგები.

ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 16-17 დეკემბერს ბორჯომში, სასტუმრო ,,ქაუნ პლაზაში“, გაიმართა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იყო ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა, სამომავლი პრიორიტეტები და ასევე სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის  შესახებ GREVIO-ს კითხვარის შვსების საკითხები.

შეხვედრაში მონაწილეობდა უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსი ლია მჭედლიშვილი, რომელმაც წარადგინა პრეზენტაცია სტამბოლის კონვენციის ვალდებულებათა შესრულების მიზნით სასამართლოს მიერ განხორციელებეული აქტოვობებზე და ასევე სამომავლო გეგმებზე.

დეკემბრის ღონისძიებათა შორის მეტად მნიშვნელოვანი იყო, 18 დეკემბერს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში (საქსტატი) გამართული შეხვედრა ტაჯიკეთის სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენლებთან, სადაც მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის უფროსი ლია მჭედლიშვილი და კონსულტანტი ნათია მახაჭაშვილი.

შეხვედრის მიზანი იყო ტაჯიკეთის დელეგაციისთვის არასრულწლოვანთა შესახებ მონაცემების შეგროვების მოწინავე პრაქტიკის გაზიარება. შეხვედრაზე ლია მჭედლიშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია სასამართლოს სტატისტიკის წარმოების თაობაზე და უპასუხა კოლეგებისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო შეკითხვებს.

იანვარი 2020

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi