უზენაესი სასამართლოს შესახებ ანგარიშის...

aa

უზენაესი სასამართლოს შესახებ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 23/01/2020

23 იანვარს, სასტუმრო ,,თბილისი-მარიოტში“, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ მომზადებული ანგარიშის ,,საქართველოს უზენაესი სასამართლო - ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის კანონის უზენაესობის მხარადჭერა საქართველოში (PROLOG) მიერ.

პრეზენტაციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს (IDFI)-ის  აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, საიას-ს თავმჯდომარემ სულხან სალაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ და USAID-ის საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიტმა.

კვლევის მიზანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოსთან დაკავშირებული გამოწვევებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, ასევე საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული რეკომენდაციების შეთავაზებით უზენაესი სასამართლოს შემდგომი რეფორმირების მხარდაჭერა. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ავტორთა რეკომენდაციების უმეტესობა მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას მოქმედ კანონმდებლობაში.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს კვლევისა და არსებული მდგომარეობის შესწავლის შედეგად მიღებული მიგნებების მნიშვნელობა, რომელიც დიდ როლს შეასრულებს დისკუსიაში მონაწილე მხარეებს შორის დიალოგის  სწორად წარმართვაში.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ მადლობა გადაუხადა კვლევის ავტორებს და დონორ ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერის გარეშეც ვერ განხორციელდებოდა აღნიშნული ანგარიშის მომზადება და აღნიშნა, რომ კვლევა მოიცავს ბევრ საინტერესო  მიგნებას და იგი დაეხმარება უზენაეს სასამართლოს გამოასწოროს არსებული ხარვეზები. როგორც მან აღნიშნა, უზენაეს სასამართლოს აქვს განსაკუთრებული როლი სასამართლო სისტემაში, რაც არის ზედამხედველობის განხორციელება მართლმსაჯულებაზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და სწორედ კვლევაა ის შესაძლებლობა, რომელიც იძლევა გზას,  სწორად განხორციელდეს უზენაესი სასამართლოს ძირითადი ფუნქცია. ,,კრიტიკა ყოველთვის აფიქრებს მოსამართლეს და ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ იგი მიღებული იქნეს არა პირად შეურაცხყოფად, არამედ ინსტიტუციურად გააძლიეროს უზენაესი სასამართლო“, განაცხადა მზია თოდუამ, რომელმაც ასევე ისაუბრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მძიმე ტვირთზე და იმ პასუხისმგებლობაზე, რაც თან ახლავს ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანის სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებას. მზია თოდუამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აღნიშნული კვლევის პოზიტიურ მხარეს და დასძინა, რომ იგი ხელს უწყობს უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

როგორც USAID-ის საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების მიმართულების დირექტორმა ადამ შმიტმა განაცხადა, იგი მოხარულია იხილოს ის სამუშაო სულისკვეთება, რაც გულისხმობს ერთ დარბაზში, ერთი მაგიდის გარშემო მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირებს შორის ურთიერთობას, რაც კიდევ უფრო აძლიერებს იმ პროგრესს რაც უკვე მიღწეულია და აჩენს მოლოდინს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

ანგარიშის პრეზენტაცია  წარმოადგინეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელმა, საპარლამენტო მდივანმა ქეთევან კუკავამ და საიას ანალიტიკოსმა ნინო ნოზაძემ.  პრეზენტაციის შემდგომ გაგრძელდა  დისკუსია შეხვედრის მონაწილეებს შორის კითხვა პასუხის რეჟიმში.

ბოლო სიახლეები

ოქტომბერი 2020

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi