ევროკავშირის სამართალში ტრენერთა ტრენინგი...

k

ევროკავშირის სამართალში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 24/02/2020

21-23 თებერვალ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში, ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთობლივი ორგანიზებით, ევროკავშირის სამართალში ტრენერთა ტრენინგი გაიმართა. 

ტრენინგის პირველ დღეს რამდენიმე თემა განიხილეს, კერძოდ ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციაში მოცემული უფლებათა კატალოგებისა და ლუქსემბურგისა და სტრასბურგის სასამართლოების შედარება, მიგრაცია და თავშესაფრის მაძიებლები, დისკრიმინაციის აკრძალვა სამუშაო ადგილზე და პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია.

პირველი დღის სესიას უძღვებოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი ქეთევან აბაშიძე.

მეორე დღე მიეძღვნა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ევროკავშირის acquis-ის ხასიათი და მოქმედება, ევროკავშირის სამართლის პრინციპები, ევროკავშირის სამართალსა და წევრი ქვეყნების კონსტიტუციურ სამართალს შორის ურთიერთმიმართების საკითხები და მათ შორის კონფლიქტების გადაწყვეტის მეთოდები, წინასწარი გადაწყვეტილების  პროცედურა.

მეორე დღის სესიას უძღვებოდა ლუქსემბურგის ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მოსამართლე ავსტრიიდან ანდრეას კუმინი. სესიის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ეკატერინე გასიტაშვილმა, ნინო ბაქაქურმა, თამარ ზამბახიძემ, ნუგზარ სხირტლაძემ, აგრეთვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა თამარ ალანიამ და ქეთევან მესხიშვილმა. მზია თოდუამ აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრების ორგანიზება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოში ახლა მკვიდრდება ევროპული სამართლის ფუნდამენტური პრინციპები და გამოცდილება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელ ცოდნას წარმოადგენს ქართული მართლმსაჯულებისთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში.

ტრენინგის მესამე დღე მიეძღვნა ძირითადი თავისუფლებების  განხილვას, კერძოდ საქონლის გადაადგილებას, კონკურენციის სამართალს, განსაკუთრებით კარტელების აკრძალვას და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას (ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშკრულების 101-102 მუხლები). ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ასოცირების ხელშკრულებას: ეროვნული სასამართლოების როლს მის იმპლემენტაციაში. სესიას უძღვებოდა ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი გაგა გაბრიჩიძე.

ტრენერთა ტრენინგმა მუშაობა 23 თებერვალს დაასრულა.

ბოლო სიახლეები

მარტი 2020

  • Previous month
  • Next month
მარტი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi