ქართველი მოსამართლეები დოჰას კონფერენციაში ...

y

ქართველი მოსამართლეები დოჰას კონფერენციაში მონაწილეობენ

გამოქვეყნებულია: 26/02/2020

კატარის დედაქალაქ დოჰაში გრძელდება სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრა ,,წარსული, აწმყო და მომავალი“, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეები ეკატერინე გასიტაშვილი და თამარ ზამბახიძე.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელი ამოქმედდა 2018 წლის აპრილში, მაღალი დონის შეხვედრაზე ვენაში, რომელმაც გააერთიანა 106 ქვეყნის 350  მონაწილე, 40 იურიდიული ასოციაცია და წარმოადგენს გაეროს ეგიდით ჩატარებული მოსამართლეთა ყველაზე ფართო შეკრებას. ქსელი თავად არის გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის გლობალური პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რათა მოხდეს დოჰას დეკლარაციის იმპლემენტაცია.

აღნიშნულის მიზანია დაეხმაროს წევრ ქვეყნებს განახორციელონ დოჰას დეკლარაცია, რომელიც მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების დანაშაულის პრევენციის სისხლის სამართლის 13 კონგრესზე 2015 წელს. ქსელი ეხმარება მოსამართლეებს სასამართლოს მიუკერძოებლობის განმტკიცებაში და მართლმსაჯულების სისტემაში კორუფციის აღკვეთაში, მათ შორის ქსელის შესაძლებლობების ხელშეწყობით ხელს უწყობს რესურსების ხელმისაწვდომობას და კონცენტრაციას ახდენს სასამართლოს ირგვლივ არსებულ და გამოვლენილ გამოწვევებზე. 

აღნიშნული შეხვედრის მიზანია: 1.დასკვნის დადება იმ აქტივობების შესახებ, რომელიც განახორციელა ქსელმა დაარსების დღიდან, ასევე 2018-2019 წლის ქსელის სამუშაო გეგმის პრიორიტეტული სფეროდან განხორციელებული აქტივობების განხილვა; 2.სასამართლოს სისტემის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული გამოწვევების განხილვა და სასამართლო სისტემის მიერ გაწეული ძალისხმევის გამოვლენა. 3.2020 წლის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა. 

მაღალი დონის შეხვედრის პირველი პლენარული სესია მიეძღვნა მოსამართლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას. მოსამართლეებმა ასევე გამართეს მსჯელობა მომდევნო სესიათა ფარგლებში, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მოსამართლეების მიერ, გენდერთან დაკავშირებული სასამართლოს მიუკერძოებლობის საკითხები, ვმუშაობთ ერთად სასამართლოს მიუკერძოებლობისათვის.

სასამართლოს მიუკერძოებლობის გლობალური ქსელის მაღალი დონის შეხვედრა ,,წარსული, აწმყო და მომავალი“ მუშაობას 27 თებერვალს დაასრულებს.

ბოლო სიახლეები

მარტი 2020

  • Previous month
  • Next month
მარტი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi