უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის...

f

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დასახელდა

გამოქვეყნებულია: 10/03/2020

დღეს, 10 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლით სხდომაზე, რომელსაც წინ უძღოდა საბჭოს წევრთა კონსულტაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის ნინო ქადაგიძის კანდიდატურა დაასახელეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ეს გადაწყვეტილება ღია კენჭისყრის შედეგად მიიღო და ამ გადაწყვეტილებას საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა მხარი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მის მიერ დასახელებულ კანდიდატურას განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის  შემთხვევაში კანდიდატი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე 10 წლის ვადით დაინიშნება.

ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარის მოადგილე, უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე 2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. დაიბადა 1969 წლის 30 ივლისს, ქ.თბილისში.

ივნისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi