საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე...

yt

საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენცია

გამოქვეყნებულია: 12/03/2020

შეგახსენებთ, რომ ამა წლის 14 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა XXVII რიგგარეშე კონფერენცია.

გაცნობებთ, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების გამო შესაძლოა მოსამართლეთა კონფერენციაზე შეიცვალოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დამტკიცებული დღის წესრიგი, კერძოდ, შესაძლოა განხილვიდან მოიხსნას რიგი საკითხები. კონფერენციაზე მოხდება მხოლოდ იმ კონკრეტული საკითხის განხილვა, რომლის განხილვის ვალდებულებაც კანონით პირდაპირ არის დადგენილი კონკრეტულ ვადებში, კერძოდ კი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელება, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 (ერთი) მოსამართლე წევრის არჩევას (ფარული კენჭისყრით) და ამ არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი ხმის დამთვლელი კომისიის 5 წევრის არჩევის საკითხს (ღია კენჭისყრით).

2020 წლის 13 მარტს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში იგეგმება  სადეზინფექციო სამუშაოები და განთავსდება ანტისეპტიკური ხსნარები. ამასთან დარბაზის გარეთ მოხდება დამონტაჟება მონიტორების, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება კონფერენციის მსვლელობისთვის თვალყურის მიდევნება.

ივნისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივნისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi