ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

i

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 07/05/2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა სამართლებრივი შეჯამება 2020 წლის 7 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილ საქმეზე - ვარდოსანიძე საქართველოს წინააღმდეგ.

მოცემულ საქმეში სასამართლომ პირველად განიხილა ისეთი საინტერესო საკითხი, როგორიცაა მხუთავი აირით მოწამვლისგან პირის გარდაცვალების შედეგად სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, კერძოდ,  პოზიტიური ვალდებულების ჭრილში. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევა არ დაადგინა. სასამართლო ამ გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო იმ უდავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ რეალურად, უსაფრთხოების  ნორმების დარღვევა, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლებმა მომჩივნის ვაჟის გარდაცვალებამდე აღმოაჩინეს, რის გამოც გამორთეს წყლის გამათბობელი და გასცეს შესაბამისი სიტყვიერი გაფრთხილება. თუმცა, მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების ნორმების დარღვევით, მომჩივნის ოჯახმა გამათბობელი ბუნებრივ აირს ხელახლა მიუერთა.

სტრასბურგის სასამართლომ განაცხადა, ,, იმის გათვალისწინებით თუ რა რთული განსაჭვრეტია ადამიანის ქმედება, კონვენციის მე-2 მუხლით განსაზღვრული პოზიტიური ვალდებულება ხელისუფლების ორგანოებს ვერ დააკისრებს გადაჭარბებულ ტვირთს.’’

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

აგვისტო 2020

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi