მოსამართლე ნინო ბაქაქური CEPEJ-ის ბიუროს...

nn

მოსამართლე ნინო ბაქაქური CEPEJ-ის ბიუროს წევრი გახდა

გამოქვეყნებულია: 16/12/2020

2020 წლის 8 დეკემბერს  ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) 34-ე ვირტუალური პლენარული სესია გაიმართა, რომელშიც მონაწილებდა CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური.

სესია გაიხსნა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დირექტორის კრისტოფ პიორელის მისასალმებელი სიტყვით. 

პლენარულ სესიაზე კომიტეტის წევრი 47 ქვეყნის მიერ არჩეულ იქნა CEPEJ-ის ბიუროს ახალი შემადგენლობა: რამინ გურბანოვი (აზერბაიჯანი) - CEPEJ-ის პრეზიდენტი, ფრანჩესკო დეპასქუალე (მალტა) - ვიცეპრეზიდენტი, ნინო ბაქაქური (საქართველო) - ბიუროს წევრი და ხუან-ფერნანდო არმენგოტი (ესპანეთი) - ბიუროს წევრი. CEPEJ-ის ოთწევრიანი ბიურო CEPEJ-ის მმართველ ორგანოს წარმოადგენს, რომელიც პლენარულ სესიებს შორის პერიოდში სამდივნოსთან ერთად კომიტეტის საქმიანობას უძღვება.

სესიის დანარჩენი ნაწილი მიეძღვნა „ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ“ მორიგი ორწლიანი ანგარიშის განხილვას. აღნიშნული ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების 2018-2019 წლების მონაცემებს, მომზადდა და წარდგენილ იქნა 2020 წლის ოქტომბერში, სრულიად ახალ ფორმატში. იგი შედგება სამი ნაწილისაგან. პირველი ნაწილი სახელწოდებით „ცხრილები, გრაფები და ანალიზი“ წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემთა ცხრილებზე დაფუძნებულ ანალიზს ევროპული ტენდენციებისა სხვადასხვა თემატიკაზე, რომლებიც შერჩეულია მართლმსაჯულების სისტემებისათვის მათი მნიშვნელობის მიხედვით (ბიუჯეტი, პროფესიონალები, სასამართლოთა ორგანიზაცია, მომხმარებლები, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები, ეფექტიანობა და ხარისხი) https://rm.coe.int/evaluation-report-part-1-english/16809fc058 .

მეორე ნაწილი სახელწოდებით „სახელმწიფოთა პროფილი“ - შეიცავს ინფორმაციას სახელმწიფოთა მიხედვით CEPEJ-ის მიერ შეგროვებულ მთავარ მონაცემებსა და ინტიკატორებზე, მათ შორის სასამართლოთა საქმიანობის შეფასების ისეთ ინდიკატორებზე, როგორიცაა „clearance rate“ და „disposition time“ https://rm.coe.int/evaluation-report-part-2-english/16809fc059 .

მესამე ნაწილი წარმოადგენს მონაცემთა დინამიკურ ბაზას CEPEJ STAT , რომელიც შეიცავს CEPEJ-ის მიერ 2010 წლიდან შეგროვებულ ყველა რიცხობრივ და ხარისხობრივ მონაცემს https://www.coe.int/en/web/cepej/dynamic-database-of-european-judicial-systems .

CEPEJ-ის 2020 წლის ანგარიშისა და მასში საქართველოს მონაცემების შესახებ ევროპის საბჭოს თბილისის ოფისთან ერთად 2020 წლის 17 ნოემბერს ონლაინ პრეზენტაცია მოამზადა CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელმა მოსამართლე ნინო ბაქაქურმა https://www.coe.int/en/web/cepej/home/-/asset_publisher/CO8SnxIjXPeD/content/cepej-evaluation-report-on-judicial-systems-edition-2020-online-presentation-of-data-concerning-georgia?inheritRedirect=false&redirect=https%3A%2F%2Fwww.coe.int%2Fen%2Fweb%2Fcepej%2Fhome%3Fp_p_id%3D101_INSTANCE_CO8SnxIjXPeD%26p_p_lifecycle%3D0%26p_p_state%3Dnormal%26p_p_mode%3Dview%26p_p_col_id%3Dcolumn-1%26p_p_col_count%3D9 .

პლენარულ სესიაზე განხილულ იქნა CEPEJ-ის სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, კერძოდ, ქვეყნების შეფასების (GT-EVAL), მართლმსაჯულების ხარისხის (GT-QUAL), კიბერმართლმსაჯულებისა და ხელოვნული ინტელექტისა (GT-CYBERJUST) და SATURN-ის ჯგუფების ანგარიშები.

სესია დასრულდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში CEPEJ-ის მიმდინარე პროექტებზე ანგარიშების მოსმენით.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მიერ დანიშნული 47კვალიფიციური ექპერტისაგან.  კომისიის მთავარი დანიშნულებაა შეაფასოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობა და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაცია.

ბოლო სიახლეები

აპრილი 2021

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi