გამოიცა ანალიტიკური განყოფილების ადამიანის...
Русское порно видео xxx video xxx pornium okfap Porn Video Hd Porn Tubxporn New Sex Video Hd

jh

გამოიცა ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი კვლევა

გამოქვეყნებულია: 25/12/2020

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კვლევა სახელწოდებით - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და ეროვნული სასამართლოების როლი. 

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გაანალიზებასა და აღნიშნულ პროცესში ეროვნული სასამართლოების როლის მიმოხილვას. კვლევა თემატურად ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა სტრასბურგის სასამართლოს დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე ეროვნულ დონეზე განახლებული საქმეების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში განახლებული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული 10-ზე მეტი გადაწყვეტილება, მათ შორის როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. საკვლევი მასალის შეგროვება მოხდა სასამართლოებისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 

კვლევის დანიშნულებაა, ერთი მხრივ, წარმოაჩინოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვის საუკეთესო მაგალითები და სანიმუშო დასაბუთებები და, მეორე მხრივ, მოახდინოს იმ საკვანძო საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.

იხ. კვლევა

ბოლო სიახლეები

იანვარი 2021

  • Previous month
  • Next month
იანვარი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi