საქართველოს უზენაესი სასამართლო
ნინო ქადაგიძემ გერმანული ჰოსპიტლის მედიკოსებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა
გამოქვეყნებულია: 31/12/2020
დღეს, 31 დეკემბერს, 2020 წლის ბოლო სამუშაო დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე გერმანულ ჰოსპიტალს ესტუმრნენ, რომელიც მიმდინარე კოვიდ-19 -ის პანდემიის პირობებში კოვიდ-დაწესებულებად გადაკეთდა.
უზენაესი სასამართლოსა და სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეებმა დამდეგი შობა-ახალ წელი მიულოცეს გერმანული ჰოსპიტლის ექიმებს, სხვა თანამშრომლებს და საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრნენ ჰოსპიტლის ექიმთა მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ კონფერენციას.
ბოლო სიახლეები
საქართველოს უზენაესი სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემებს აქვეყნებს
10/03/2021
საქართველოს პირველი კონსტიტუცია 100 წლისაა
21/02/2021
სამოქალაქო საქმეთა პალატის ახალი კრებული
18/02/2021