სამოქალაქო საქმეთა პალატის ახალი კრებული

h

სამოქალაქო საქმეთა პალატის ახალი კრებული

გამოქვეყნებულია: 18/02/2021

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გამოსაცემად მოამზადა ახალი კრებული, რომლის ელექტრონულ ვერსიას იხილავთ ჩვენს საიტზე. კრებულში მოცემულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ, 2016-2020 წლის პირველ ნახევარში საპროცესო ვადების შესახებ მიღებული განჩინებების ანალიზი. (ავტორი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, სამოქალაქო პალატის სამდივნოს ექსპერტი მაია ახალაძე)

საპროცესო ვადებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო სამართალწარმოებაში, ვინაიდან სამართალწარმოების მიზანია არა მხოლოდ პირის დარღვეული და სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ ყოველივე ამის შესრულება გონივრული ვადის მიხედვით.

ნაშრომში თემატურად მოცემული და აღწერილია საპროცესო ვადების დარღვევის გამო საკასაციო ან კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის დაკმაყოფილების, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კერძო საჩივრის უარყოფის პრაქტიკა, საპროცესო ვადის აღდგენისა და საქმისწარმოების განახლებისას საპროცესო ვადის პრობლემა და სამართლებრივი დასკვნა.

ანალიზში მითითებული და საპროცესო ვადების დაცვასთან დაკავშირებული უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტების გაცნობა დაეხმარება საკითხით დაინტერესებულ იურისტებს, ადვოკატებს, მხარეებს, მიიღონ ინფორმაცია საპროცესო ვადების თაობაზე, არა მარტო ქართული, არამედ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ, რაც უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების პრინციპის წარმატებულ რეალიზაციას სამოქალაქო სამართალწარმოებაში.

იხილეთ კრებული

ბოლო სიახლეები

თებერვალი 2021

  • Previous month
  • Next month
თებერვალი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi