ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

gt

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება საქართველოს წინააღმდეგ

გამოქვეყნებულია: 02/03/2021

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა თარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 25 თებერვალს საქართველოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შეჯამება საქმეზე: მჭედლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ.

წინამდებარე საქმე ეხებოდა მომჩივნის საჩივარს, რომლის მიხედვითაც ის დავობდა, რომ სააპელაციო სამართალწარმოების დროს დაირღვა კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი იმ საფუძვლით, რომ საქმე სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა.

სტრასბურგის სასამართლომ დანაშაულის პირველ ეპიზოდთან მიმართებით მიიჩნია, რომ სააპელაციო სამართალწარმოება არ წარმოშობდა ფაქტობრივ ან სამართლებრივ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელი იქნებოდა მხარეთა წერილობითი მოსაზრებების საფუძველზე. თუმცა, სასამართლომ  მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით აღნიშნული მუხლის დარღვევა დაადგინა და განაცხადა, რომ საქმის გარემოებები სათანადოდ ვერ დადგინდებოდა ბრალდებულთა ჩვენებების პირდაპირი შეფასების გარეშე. ამდენად, საქმეში არ არსებობდა გამონაკლისი გარემოება, რომელიც გაამართლებდა ზეპირი მოსმენის არარსებობას.

იხილეთ გადაწყვეტილება

ბოლო სიახლეები

აპრილი 2021

  • Previous month
  • Next month
აპრილი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi