უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების საზეიმო...

m

უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა

გამოქვეყნებულია: 18/06/2021

დღეს, 18 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში 22-მა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.  მოსამართლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ. ახლადდანიშნული მოსამართლეები საქართველოს სხვადასხვა რაიონულ და საქალაქო სასამართლოებში შეუდგებიან უფლებამოსილების განხორციელებას, კერძოდ:

1.ეკატერინე ბებია - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში;

2.გიორგი გელაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;

3.სალომე გველესიანი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

4.ალექსანდრე გზირიშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში;

5.ეკატერინე ელიაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

6.ნინო ენუქიძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

7.უჩა თოდუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

8.გიორგი თუნაური - ფოთის საქალაქო სასამართლო;

9.თეა კალანდაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

10.თორნიკე კაპანაძე - ოზურგეთის რაიონული სასამართლო;

11.ლიანა კაჟაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

12.დავით მაკარაძე - გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

13.თამარ მჭედლიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

14.ეკატერინე ობოლაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

15.სალომე სამხარაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

16.რომეო ტყეშელაშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია;

17.ლიელა ფოლადიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

18.ლევან ყოლბაია - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

19.ნანა შამათავა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია;

20.ირაკლი ჩიკაშუა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;

21.კოტე ჭილაია - ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;

22.მაია ჯავახიშვილი - ახალციხის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ბორჯომის მუნიციპალიტეტში;

ოქტომბერი 2021

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi