სემინარი დასავლეთ საქართველოს რეგიონების...

seminari qutaishi

სემინარი დასავლეთ საქართველოს რეგიონების ჟურნალისტებისთვის

გამოქვეყნებულია: 09/07/2012

2012 წლის 5-6 ივლისს ქალაქ ქუთაისში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და თბილისში ამერიკის საელჩოს დაფინანსებითა და ორგანიზებით ჩატარდა სემინარი „მედია და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო“.
სემინარი დასავლეთ საქართველოს მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა და მისი მიზანი გახლდათ ნაფიც მსაჯულთა თემატიკის გარშემო მედიის ინფორმირებულობა.
სემინარის მუშაობაში მონაწილეობდნენ: უზენაესი სასამართლოს, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე პროკურორები და ადვოკატები.
ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი- ჯარედ კიმბოლი, კალიფორნიის ფედერალური მოსამართლე დევიდ კარტერი, კალიფორნიის მედია სწავლების ცენტრის პრეზიდენტი, ჟურნალისტი ლარი უელბორნი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა მეიშვილი ორი სასემინარო დღის განმავლობაში დასავლეთ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას.
მედიის თავისუფლებისა და მსაჯულთა სასამართლოს მიუკერძოებლობის დაბალანსება ამერიკისა და საქართველოს სასამართლოების მაგალითზე, როგორ აშუქებენ მედიის წარმოამადგენლები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რა წესებით სარგებლობენ ისინი.ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ, ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ უშუალოდ მიეღოთ პასუხები ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან.

მაისი 2013

  • Previous month
  • Next month
მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

saqartvelossasamartloebi

სამართლებრივი ძეგლები

tamashi

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro