საქართველოს სასამართლოების ფორუმი

forumi

საქართველოს სასამართლოების ფორუმი

გამოქვეყნებულია: 14/08/2012

4-5 აგვისტოს, ბათუმში, საქართველოს სასამართლოებმა 2012 წლის პირველი ნახევრის საქმიანობის შედეგები შეაჯამეს.

კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ვალერი ცერცვაძე.

კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა სასამართლოების საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები. შედეგები ცხადყოფს მოსამართლეთა საქმიანობის ეფექტურობის ზრდას. საქართველოს სასამართლოებში დაცული არის საქმის განხილვის ვადები, საქმეთა ნაშთმა მნიშვნელოვნად იკლო.

კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სასამართლო რეფორმის აქტუალური საკითხები, მათ შორის, მოსამართლის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების ქართული სტანდარტები და უცხოური გამოცდილება.

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე ინოვაციების პრეზენტირებას. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ საქართველოს სასამართლოების პორტალის, სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის, ხარისხის მართვის პროგრამის, უფასო იურიდიული კონსულტაციის პორტალისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებს.

კონფერენციას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) წარმომადგენლები.

კონფერენცია ჩატარდა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის (JILEP) მხარდაჭერით.

კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა სათაფლიის კარსტული მღვიმეები და განახლებული ანაკლია დაათვალიერეს.

მაისი 2013

  • Previous month
  • Next month
მაისი 2013
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

saqartvelossasamartloebi

სამართლებრივი ძეგლები

tamashi

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro