უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ...

kublashvili

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტები შეაფასა

გამოქვეყნებულია: 25/02/2013

2012 წლის 25 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა კომენტარი გააკეთა პროკურატურის მიერ ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საგამოძიებო უწყებაში დაბარებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ორი მოსამართლის პირადი საქმეების გამოთხოვასთან დაკავშირებით.

22 თებერვალს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან ორი მოსამართლის პირადი საქმეები გაითხოვა, იმავე კვირას, კი პროკურატურამ ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს უწყება გაუგზავნა და საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე დაიბარა. პროკურორს მოსამართლისთვის კითხვები 2009 წელს განხილულ ერთ-ერთ საქმეზე უნდა დაესვა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მკაცრი შეფასება მისცა პროკურატურის ამგვარ ქმედებას "პირდაპირ მინდა გითხრათ,მოსამართლისთვის უწყების გაგზავნა და დაკითხვა მის მიერ განხილულ საქმეზე მოწმედ დაკითხვის თაობაზე, არის მოსამართლის დამოუკიდებლობაში უხეში ჩარევა და ასევე, პირდაპირი დარღვევა კონსტიტუციის. არავის არ აქვს უფლება, მოსთხოვოს ანგარიში მოსამართლეს კონკრეტულ საქმეზე. ამასთან, ზეწოლა გახლავთ ორი მოსამართლის პირადი საქმეების გამოთხოვა და მათი შესწავლა პროკურატურაში. ეს საკითხი ჩვენ უკვე განვიხილეთ, და მივიღეთ დასკვნაც, რომ აღნიშნული მოსამართლეების იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები გახლავთ შესაბამისი კანონის მოთხოვნებთან“ განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწეზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტის გამოძიებაზე.

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით, პროკურატურამ უფრო მეტი გულმოდგინებით უნდა გამოიძიოს და ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რომელიც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, საკმაოდ არაეფექტურად მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები

მარტი 2020

  • Previous month
  • Next month
მარტი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031     

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi