ჩატარდა მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე)...

tryur

ჩატარდა მოსამართლეთა XIV (რიგგარეშე) კონფერენცია

გამოქვეყნებულია: 12/07/2015

2015   წლის 11 ივლისს „მართლმსაჯულების სახლში“ ჩატარდა მოსამართლეთა  XIV (რიგგარეშე) კონფერენცია, რომლის  დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრისა  და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სამი წევრის არჩევა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 264 მოსამართლემ.

კანონით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრის პროცედურის შემდეგ მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ლევან თევზაძე, ხოლო სადისციპლინო კოლეგიის წევრებად: გიორგი ტყავაძე, შორენა ყაველაშვილი და შალვა კაკაურიძე აირჩიეს.კონფერენციის მუშაობას აკვირდებოდნენ საერთაშორისო  და ადგილობრივი არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

სექტემბერი 2019

  • Previous month
  • Next month
სექტემბერი 2019
Mo Tu We Th Fr Sa Su
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi