Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 26-01-2021

ამობეჭდვა

სასამართლოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა 

მართლმსაჯულების დაუბრკოლებლად განხორციელების, სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების, სასამართლო სტატისტიკის ანალიზის, აგრეთვე სასამართლოს სხვა საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოქმედებს უზენაესი სასამართლოს აპარატი.

უზენაესი სასამართლოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს აპარატის რეგლამენტით, რომელსაც ამტკიცებს უზენაესი სასამართლოს პლენუმი.

უზენაესი სასამართლოს აპარატის ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ახორციელებს სასამართლოს მენეჯერი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა