კონსტანტინე კუბლაშვილი - უზენაესი...

კონსტანტინე კუბლაშვილი

კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე 2005 წლის 23 თებერვლიდან.

დაიბადა 1973 წლის 30 მარტს ქ. ტყიბულში.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

გამოცდილება:

2004-2005 – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „განვითარებისა და რეფორმების ფონდის“ მეურვეთა საბჭოს წევრი, ფონდის დირექტორი;
2002-2003 – იურიდიული ფირმა „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის", იურისტი;
2000-2003 – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი;
2000 – საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი;
1998-2000 – ჰანოვერის უნივერსიტეტის (გერმანია) დოქტორანტი, პრომოცია, „სამართლის დოქტორის" (Dr.jur) სამეცნიერო ხარისხი;
1996-1997 – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაციის ჯგუფის მთავარი სპეციალისტი;
1997-1998 – საქართველოს პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტთა სამართლებრივი ექსპერტიზისა და ვიზირების განყოფილების გამგე;
1995 – ცენტრალური საარჩევნო კომისია, იურისტი;
1995 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, სპეციალობა – საერთაშორისო სამართალი;
აპრილი-სექტემბერი 1995 – ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) იურიდიული ფაკულტეტის მსმენელი, სადიპლომო ნაშრომი: „გერმანიის ფედერალიზმის პრინციპები“;
არის არაერთი სამეცნიერო შრომის, პუბლიკაციის, სახელმძღვანელოს ავტორი სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობისა და ადამიანის ძირითადი უფლებების საკითხებში.

ფლობს გერმანულ, რუსულ ენებს კარგად, საუბრობს ინგლისურ და ესპანურ ენებზე.

ზაზა მეიშვილი

ზაზა მეიშვილი

თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

Mixeil Chinchaladze

მიხეილ ჩინჩალაძე

თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე

მაისი 2012

  • Previous month
  • Next month
მაისი 2012
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

sajaro

tamashi

სამართლებრივი ძეგლები

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა