ბესარიონ ალავიძე - მოსამართლე

alavidze

ბესარიონ ალავიძე

მოსამართლე

2011 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

დაიბადა 1976 წლის 25 ივნისს, ზესტაფონის რაიონში.

1993 წელს დაამთავრა ზესტაფონის #1 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

პარალელურად სწავლობდა და 1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

1999 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში სოციალური ფსიქოლოგიის განხრით.

სამუშაო გამოცდილება:

1999-2005 წლებში მუშაობდა შსს იურიდიულ სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე.

2005-2006 წლებში მუშაობდა შსს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის იურიდიული სამმართველოს პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის განყოფილების უფროსის მოადგილისა და ამავე სამმართველოს ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსად.

2006-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხთა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსად.

2009-2011 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

etete

ნინო გვენეტაძე

თავმჯდომარე,სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

mzia

მზია თოდუა

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი

თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

აგვისტო 2017

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi