მალხაზ გურული - პლენუმის წევრი, ქუთაისის...

მალხაზ გურული

მალხაზ გურული

პლენუმის წევრი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე


დაიბადა 1973 წლის 28 აგვისტოს ქ. ზესტაფონში.

1979-90 წლებში სწავლობდა ქ. ზესტაფონის №4 საშუალო სკოლაში.

1996 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.1996-1997 წლებში მუშაობდა ზესტაფონის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების ეკოლოგიის პოლიციის ქვეგანყოფილებაში უფროს მომკვლევ ინსპექტორად.
1998 წელს წარმატებით გაიარა სამთვიანი სასაწავლო კურსი იუსტიციის სასწავლო ცენტრში მოსამართლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად.
1999-2004 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მუშაობდა როგორც სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატაში, ასევე სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში.

2003 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004 წლის 18 სექტემბერს წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2004-2005 წლებში მუშაობდა შიდა ქართლის საოლქო პროკურატურაში პროკურორად.
2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 სექტემბრის №795 ბრძანებულებით დაინიშნა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.
საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ოქტომბერს №777 განკარგულებით დაეკისრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2006 წლის 6 თებერვლის №6 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №83 ბრძანებულებით გათავისუფლდა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის №81 ბრძანებულებით გამწესდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

საქართველოს იუსტიციის იუმაღლესი საბჭოს 2007 წლის 2 თებერვლის №1/34-2007 გადაწყვეტილებით დაეკისრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის 2007 წლის 31 ივლისის №6 დადგენილებით არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 15 ოქტომბრის №1/219-2007 გადაწყვეტილებით, დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარედ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 15 ოქტომბრის №1/220-2007 გადაწყვეტილებით,დაინიშნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ.
ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი.

კონსტანტინე კუბლაშვილი

კონსტანტინე კუბლაშვილი

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ზაზა მეიშვილი

ზაზა მეიშვილი

თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

Mixeil Chinchaladze

მიხეილ ჩინჩალაძე

თავმჯდომარის მოადგილე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე

ვასილ როინიშვილი

ვასილ როინიშვილი

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე

მაისი 2012

  • Previous month
  • Next month
მაისი 2012
Mo Tu We Th Fr Sa Su
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031   

sajaro

tamashi

სამართლებრივი ძეგლები

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა