შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე,...

shalva tadumadze

შალვა თადუმაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე,

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის 19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე

პირადი ინფორმაცია :

დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს,

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის 16 ივლისიდან 2019 წლის 12 დეკმბრამდე ეკავა საქართველოს  მთავარი პროკურორის თანამდებობა;

2018 წლის აპრილიდან მუშაობდა  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე;

2012-2018 წლებში - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად (საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსად);

2017 წელს იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; 

2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას;

2010-2012 წლებში  ასოციაცია  „სამართალი და თავისუფლებასა“ და ევროპის კავშირის (EU) პროექტ „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“  მუშაობდა პროექტის კოორდინატორად;

2007-2008 წლებში -  კომპანია „აბგ & პროფსერვის გრუპში“ ადვოკატად; 

2008-2012 წლებში დააფუძნა საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი“, სადაც საერთო სპეციალიზაციით მუშაობდა ადვოკატად;

2005-2007 წლებში  - ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე“  ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) პროექტში  პროექტის კოორდინატორად და ადვოკატად;

2006-2009 წლებში  -  პროექტის კოორდინატორად ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და  IRI-ის პროექტ  „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელ სკოლაში“;

2003 -2004 წლებში -  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ;

2002-2004 წლებში - სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრად;

2002-2003 წლებში -  ადვოკატად ევროპული კომისიის (EC) პროექტში - „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში“;

2001-2011 წლებში -  ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“    იურისტად, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრად;

2001-2002 წლებში - ასოციაცია  „სამართალი და თავისუფლებასა“ და პროექტ  „სამხედრო მოსამსახურის უფლებებში“  ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ადვოკატად;

 2001 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ-კონსულტანტად.

განათლება:

1998 წელს დაამთავრა  თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა  იურისტის კვალიფიკაცია;

2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით;

2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე,

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi