მამუკა ვასაძე - მოსამართლე, საკვალიფიკაციო...

mamuka vasadze

მამუკა ვასაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

2019 წლის 12 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2019 წლის  19 დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 24 ივნისს,  ქ.ბათუმში.

სამუშაო  გამოცდილება

2018 წლის 16 დეკემბრიდან 2019 წლის 12 დეკემბრამდე ეკავა საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის თანამდებობა.

2015-2018 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.

2014 -2015 წლებში მუშობდა საქართველოს პროკურატურაში მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის თანამდებობაზე.

2013-2014 წლებში ეკავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის  უფროსის თანამდებობა.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი; ამავე სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის  უფროსის მოადგილე.

2012 წელს იყო საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე.

2009-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის; ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილის; საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს უფროსის თანამდებობებზე.

2007-2009 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.

2005-2007 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს გამომძიებელი; ამავე სამმართველოს უფროსი გამომძიებელი.

2005 წელს მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის საგამოძიებო სამმართველოს მესამე განყოფილების გამომძიებლად.

განათლება

2003 წელს წარჩინებით დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართლისმცოდნის სპეციალობით, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.

2018 წლის 2 აპრილიდან არის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დოქტორანტი.

2006 წელს წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

პაატა ქათამაძე

პაატა ქათამაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე

levan mikaberidze

ლევან მიქაბერიძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi