ლევან თევზაძე - მოსამართლე

levan tevzadze

ლევან თევზაძე

მოსამართლე

2021 წლის 12  ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 28 მაისს.

სამუშაო გამოცდილება:

2018 წლის თებერვლიდან 2021 წლის 12 ივლისამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე;

2013 წლიდან  თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე (2018 წლიდან თანამდებობაზე არჩეულია უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე).

2016-2019 წლებში - საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი;

2015-2018 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი;

2013-2018 წლებში  საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი და თავმჯდომარე;

2009-2012 წლებში  - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2008-2009 წლებში - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;

2008 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსად;

2005-2007 წლებში იყო საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის წინასწარი გამოძიებისა და დისციპლინური დევნის სამმართველოს ფინანსური დარღვევების შემოწმების განყოფილების უფროსი გამომძიებელი;

2005 წელს - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი;

2004-2005 წლებში - საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის საჩივარ-განცხადებებზე რეაგირების განყოფილების უფროსის მოადგილე;

2004 წელს მუშაობდა საქართველოს შსს გენერალურ ინსპექციაში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე;

2003-2004 წლებში - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსად;

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის თბილისის სააღსრულებო ბიუროს უფროსის მოადგილედ;

2001-2002 წლებში - ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული  პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი;

2011-2012 წლებში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი; 2014 წელს - სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე საერთო სასამართლოების მოსამართლეებისათვის სახელმძღვანელო წინადადებების განმსაზღვრელი კომისიის წევრი; 2018 წლიდან - ევროპის საბჭოს ადგილობრივი ექსპერტი სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა დასაბუთების საკითხებზე; 2018-2019 წლებში - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მიწვეული ლექტორი;  2019 წლიდან - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მასწავლებელთა საბჭოს წევრი.

არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი:

სტატიები: ,,თავისუფლების აღკვეთის შეფარდების თავისებურებანი საქართველოს სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით“, ,,მაია ივანიძე 50“, საიუბილეო კრებული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რედაქტორი: თამარ მახარობლიძე, თბილისი, 2016წ; ,,დასაბუთებული განაჩენი, როგორც ჯეროვანი მართლმსაჯულების აუცილებელი შემადგენელი ნაწილი“, ჟურნალი „მართლმსაჯულება და კანონი“, №4(60)2018, საქართველოს უზენაესი სასამართლო და საქართველოს მოსამართლეთა ასოციაცია რედაქტორი ნინო ძიძიგური, თბილისი 2018; წიგნი - „სახელმძღვანელო წინადადებები სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის ფორმის, დასაბუთებულობისა და ტექსტის სტილისტიკური გამართულობის თაობაზე“ - თანაავტორი, თბილისი, 2015 წელი; დისტანციური სწავლების კურსი - ევროპის საბჭოს ,,HELP”-ის ელექტრონული სწავლების პლატფორმაზე შექმნილი დისტანციური სწავლების კურსის - „სისხლის სამართლის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება“ - თანაავტორი, თბილისი, 2018წ.

განათლება:

2001 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2014 წლის სექტემბრიდან არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

nino kadagidze

ნინო ქადაგიძე

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.

shalva tadumadze

შალვა თადუმაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

giorgi mikautadze

გიორგი მიქაუტაძე

თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე.

maia vachadze

მაია ვაჩაძე

მოსამართლე

zurab dzlierishvili

ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი, სადისციპლინო პალატის თავმჯდომარე

merab gabinashvili

მერაბ გაბინაშვილი

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი, საკვალიფიკაციო პალატის თავმჯდომარე

aleksandre tsuladze

ალექსანდრე წულაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

miranda eremadze

მირანდა ერემაძე

მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი

ketevan tsintsadze

ქეთევან ცინცაძე

მოსამართლე

lali papiashvili

ლალი ფაფიაშვილი

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

Tamar Zambakhidze

თამარ ზამბახიძე

მოსამართლე

gocha abuseridze

გოჩა აბუსერიძე

მოსამართლე

mamuka vasadze

მამუკა ვასაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

bidzina sturua

ბიძინა სტურუა

მოსამართლე

n

ნინო ბაქაქური

მოსამართლე

vladimer kakabadze

ვლადიმერ კაკაბაძე

მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

mikheil chinchaladze

მიხეილ ჩინჩალაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე

revaz nadaraia

რევაზ ნადარაია

მოსამართლე

lasha kochiashvili

ლაშა ქოჩიაშვილი

მოსამართლე

ოქტომბერი 2021

  • Previous month
  • Next month
ოქტომბერი 2021
Mo Tu We Th Fr Sa Su
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi