პრაქტიკის შესახებ

სასამართლო რეფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებაა. ტრადიციული დემოკრატიის სახელმწიფოებს ამ მხრივ რამდენიმე ათეული წლის გამოცდილება და ამ ათწლეულების განმავლობაში მუდმივად განვითარებული სასამართლო პრაქტიკა აქვთ, რომელიც ქვეყნდება სპეციალური კრებულის სახით ან ვრცელდება კომპიუტერულ ქსელში ელექტრო პროგრამის მეშვეობით. იგი ყველასათვის ხელმისაწვდომია, პირველ რიგში მოსამართლეთათვის. განსაკუთრებით საინტერესოა წლების განმვლობაში დამკვიდრებული ე. წ. "gudelines" ("რეკომენდაციების", "სახელმძღვანელო წინადადებების") შექმნის პრაქტიკა. ეს წინადადებები კიდევ უფრო უწყობს ხელს ნორმათა ერთგვაროვანი გამოყენების პრაქტიკის დამკვიდრებას და, შესაბამისად, მართლმსაჯულების სწრაფად განხორციელების ერთ-ერთ საფუძველს ქმნიან.

სახელმძღვანელო წინადადებებს გააჩნიათ არა მხოლოდ მოსამართლეთა მიერ პროცესის უფრო სწრაფად და ეფექტურად წარმართვის მნიშვნელობა, არამედ ისიც, რომ ერთის მხრივ, პროკურორების და მეორეს მხრივ, ადვოკატებისა და მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის თავიდანვე ცნობილი იქნება მათი პოზიციის (პრეტენზიის) პერსპექტივა. ამასთან, ეს პრაქტიკა თანმიმდევრულად გამოყენებული იქნება არა მხოლოდ საერთო სასამართლოების მოსამართლეების მიერ, არამედ ფაქტობრივად ასევე გაზიარებული უნდა იქნეს პროკურორების მიერ.

2006 წლის თებერვალში საფუძველი ჩაეყარა ახალ ინიციატივას, რაც გულისხმობს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ყველა ინსტანციის მოსამართლეთა რეგულარული შეხვედრების ორგანიზებას. ამ შეხვედრათა მიზანია სასამართლო პრაქტიკისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, ანალიზი, სხვადასხვა ინსტანციის მოსამართლეთა განსხვავებული მოსაზრებების შეჯერება და დისკუსიის შედეგად კონკრეტულ ნორმათა ერთგვაროვანი გაგების ჩამოყალიბება.

სამართლის ყველა ნორმასთან დაკავშირებით ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას წლები სჭირდება, მაგრამ ამგვარი შეხვედრების შედეგად მიღებული რეკომენდაციებისა და სასამართლო პრაქტიკის შესწავლის, განზოგადებისა და მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობა ხელს შეუწყობს კონკრეტულ პრობლემათა მოგვარებას, ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვასა და შესაბამისად სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.

მაისი 2017

  • Previous month
  • Next month
მაისი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi