საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური...

gg

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ მომზადებული მორიგი კვლევა

გამოქვეყნებულია: 28/09/2021

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ მომზადდა მორიგი კვლევა ბავშვის უფლებებთან დაკავშირებით - “ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი სტანდარტები ლანსაროტის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო აქტების ჭრილში”. ნაშრომში გაანალიზდა ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის საკითხებზე არსებული საქართველოს კანონმდებლობა საერთაშორისო სტანდარტების, მათ შორის, ,,სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ” ევროპის საბჭოს კონვენციის (ლანსაროტის კონვენციის) ძირითადი დებულებები.

მკითხველი გაეცნობა, როგორც სავალდებულო, ისე სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტებს: გაეროს ,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციასა და მის დამატებით ოქმებს, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად რეკომენდაციებს, ევროპის საბჭოს კონვენციებს: ,,სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ” და ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ”, მათ განმარტებით ბარათებს, CEDAWკომიტეტისა და GREVIO-ს რეკომენდაციებს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ,,სახელმძღვანელო მითითებებს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ”, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ სახელმძღვანელოებს. სამართალწარმოების პროცესის სირთულეებისგან ბავშვის უფლებების დასაცავად, პროფესიონალებისთვის შემოთავაზებულია ე.წ. checklist.

იხილეთ კვლევა

აგვისტო 2022

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi