ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და...

aa

ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალი გამოცემები

გამოქვეყნებულია: 30/12/2021

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის ფარგლებში მომზადდა მთელი რიგი ნაშრომები: სახელმძღვანულო პრინციპები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლთან მიმართებაში“. რომელიც წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მომზადებული პრეცენდენტულ საქმეთა ანალიზის ავთენტურ თარგმანს  (www.echr.coe.int). მასში განხილულია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის  (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) ყველა ასპექტი.სახელმძღვანელო შედგენილია იმგვარად, რომ მასში მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საძიებო სისტემის აღწერაც. კერძოდ, ყველა საკითხი იწყება HUDOC -ის საკვანძო სიტყვებით, რომელიც მიუთითებს თუ როგორ უნდა მოიძიოს მკითხველმა საძიებო სისტემის ქართულ ვერსიაში სასამართლოს მიერ განხილული საქმეები (https://hudoc.echr.coe.int/GEO). ნაშრომი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 31 აგვისტოს გამოცემული სახელმძღვანელოს განახლებულ ვერსიას, სადაც მითითებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა და განხილულია სტრასბურგის სასამართლოს ახალი მიდგომები.

კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ გამოცემული იქნა კვლევა “ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი სტანდარტები ლანსეროტის კონვენციისა და სხვა საერთაშორისო აქტების ჭრილში“,  რომელშიდაც განხილულია საქართველოში ბავშვზე სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის საკითხებზე არსებული კანონმდებლობის შეფასება/ანალიზი საერთაშორისო სტანდარტების ჭრილში.

ამავე ცენტრის მიერ მომზადდა და სიატზე (https://www.supremecourt.ge/information25/) განთავსდა მთავარი კონსულტანტის ლიანა ლომიძის 3 ნაშრომი: 1. „სასამართლო პრაქტიკა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ 2020 წელს განხილულ საგადასახადო დავებზე. ნაშრომში განხილულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა საგადასახადო დავებთან დაკავშირებით და მოყვანილია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ანალიზი. 2. „საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა ადმინისტრაციულ საქმეებზე (2020 წელი)“, რომელშიდაც შესწვალილია ძალოვან სტრუქტურებთან დაკავშირებული დავები,  ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის/ მმართელობის ორგანოები, მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის, პრემიის სახით გაცემული თანხის ხელფასის დანამატად მიჩნევა და მისი იძულებითი წესით ამოღებასთან დაკავშირებული დავები, სოციალურ საკითხებზე დავები, ასევე მოცემულია სხვა საკითხებზე გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა სააღსრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე“. ნაშრომი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან მოვალისგან ამოღებული თანხის განაწილების კანონიერება და მასთან დაკავშირებული საკითხების სხვადასხვა ასპექტები.

უზენაესი სასამართლოს საიტზე (https://www.supremecourt.ge/information25) დაიდო ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის  ფარგლებში,მთავარი კონსულტანტის ქეთი შენგელიას 2 ნაშრომი : დირექტორის ფიდუციური მოვალეობები“ და „პირგასამტეხლოს არსის, ფუნქციასა და დაკისრების წინაპირობების შესახებ“ საკითხები. ორივე ნაშრომში ავტორის მიერ შესწავლილი და გაანალიზებულია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა და გამოიცა 2021 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების კრებულები შემდეგ საკითხებზე: გადაწყვეტილებანი სამოქალაქო საქმეებზე - კანონისმიერი და დელიქტური ვალდებულებანი (შემდგენელი ქ. შენგელია); საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი ადმინისტრაციულ საქმეებზე -უძრავი ქონება; (შემდგენელი ლ.ლომიძე); საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებანი სისხლის სამართლის საქმეებზე - სისხლის სამართლი ზოგადი და კერძო ნაწილი; სისხლის სამართლის პროცესი კერძო ნაწილი (შემდგენელი რ.ჭანტურიძე).

აგვისტო 2022

  • Previous month
  • Next month
აგვისტო 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi