კონსტიტუციის დღის მილოცვა

k

კონსტიტუციის დღის მილოცვა

გამოქვეყნებულია: 24/08/2022

ძვირფასო კოლეგებო და ჩვენო თანამოქალაქენო,

გულითადად გილოცავთ ჩვენი ქვეყნის  უზენაესი კანონის, საქართველოს კონსტიტუციის დღეს 24 აგვისტოს. სწორედ კონსტიტუციის მიღება გახდა  ჩვენი სახელმწიფოს  ისტორიაში ის უმთავრესი მოვლენა, რომელმაც განსაზღვრა საქართველის როგორც  ახალი დემოკრატიული ქვეყნის სტატუსი, მისი მომავალი  განვითარების ფუნდამენტი და პერსპექტივა, სადაც ოქროს ასოებით ჩაიწერა საუკუნეების განმავლობაში ფორმირებული, კაცობრიობის საერთო სულიერ ფასეულობებად  აღიარებული ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა გარანტიები. კონსტიტუცია გახლავთ ის უმთავრესი მაკოორდინირებელი დოკუმენტი, რომელიც სრულფასოვნად აბალანსებს ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ურთიერთშეთანხმებულ ფუნქციონირებას ქვეყნის წინსვლისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ, დემოკრატიული რეფორმების სრულყოფისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ღირშესანიშნავ დღეს, რომელიც ჩვენი სანუკვარი სამშობლოსა და საქართველოს  თითოეული მოქალაქისათვის დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გარანტად იქცა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე

ნინო ქადაგიძე

ბოლო სიახლეები

დეკემბერი 2022

  • Previous month
  • Next month
დეკემბერი 2022
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi