Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 16-08-2022

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 31.05.2022

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მილოცვა პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ყველა თანამშრომელს ულოცავს პროფესიულ დღეს. 

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ადგილი უკავიათ დემოკრატიული სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემისა  და მართლწესრიგის კულტურის ჩამოყალიბებაში. დასაფასებელია ის წვლილი, რომელიც თითოეულ თქვენგანს შეგაქვთ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

საქართველოს უზენაესი სასამართლო კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ დღეს და გისურვებთ წარმატებებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, დანაშაულთან ეფექტურად ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პროცესში.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა