Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 16-08-2022

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 09.06.2022

უზენაეს სასამართლოში მალდივის რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მალდივის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია, რომლის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე კარგი პრაქტიკის გაზიარება,   ძირითადად შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.

შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ქართველი მოსამართლეებისგან მიიღეს ამომწურავად ინფორმაცია ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის სასამართლო პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე. 

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა