2021 წლის 29 დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1975 წლის 23 იანვარს ქ. ვილნიუსში.
სამუშაო გამოცდილება:
2020-2021 წლებში - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე;
2017-2020 წლებში - საერთოსასამართლოებისმოსამართლეთასადისციპლინო კოლეგიის წევრი და ამავე კოლეგიის თავმჯდომარე;
2015-2020 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე;
2013-2015 წლებში - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე;
2011-2013 წლებში - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2007-2009 წლებში - მცხეთის რაიონული სასამართლოს აპარატის უფროსი;
2006-2007 წლებში - ფონდ ,,ფინკა ინტერნეიშენალის“ საქართველოს ფილიალის ,,ფინკა საქართველოს“ იურისტი;
2003-2006 წლებში - იურიდიულ ფირმა ,,მთაწმინდის ადვოკატურის“ ადვოკატი;
2001-2002 წლებში - თბილისის საოლქო სასამართლოს სხდომის მდივანი;
1994-1999 წლებში - საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის ფონდის იურისტი.
განათლება:
1992-1997 წლებში - თბილისის ბიზნესისა და სოციალურ-ეკონომიკური მართვის უნივერსიტეტის იურიდიულ-ეკონომიკური ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობა-მენეჯმენტის სპეციალობით;
2009-2011 წლებში - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.