არჩილ კოჭლამაზაშვილი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

არჩილ კოჭლამაზაშვილი

2025 წლის 27 მაისიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1979 წლის 30 მაისს ქ. გურჯაანში.

სამუშაო გამოცდილება

2020 - 2025 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;

2020 წლის იანვრიდან მარტამდე - შპს „სამშენებლო კომპანია თბილისის ვექტორის“ იურისტი;

2017-2019 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის საქმიანობის შეფასების მართვის დეპარტამენტის კონსულტანტი;

2015-2017 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს კონსულტანტი;

2011-2015 წლებში - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატური;

2006-2011 წლებში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მანდატური.

განათლება

2019-2020 წლებში - იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;

2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2002 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

1996 წელს დაამთავრა სოფელ შრომის საშუალო სკოლა.