2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
დაიბადა 1980 წლის 17 ივლისს, ქ. ქუთაისში.
სამუშაო გამოცდილება:
2019 წლის 27 დეკემბრიდან 2021 წლის 12 ივლისამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2019 წლის 23 დეკემბრიდან 2019 წლის 27 დეკემბრამდე მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2019 წლის 2 დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში ასრულებდა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას;
2019 წლის 18 სექტემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
2012-2018 წლებში - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ამავე სასამართლოს თავმჯდომარე;
2011 წელს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2006-2010 წლებში - ქუთაისისსააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე;
2006 წელს ქუთაისისსააპელაციო სასამართლოს სტაჟიორი;
2012-2013 წლებში კითხულობდა ლექციების კურსს ბათუმის შოთა რუსთაველისსახელმწიფო უნივერსიტეტში;
2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის სექტემბრამდე იყო იუსტიციისუმაღლესი სკოლის მსმენელი;
2006-2010 წლებში მუშაობდა ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკისუნივერსიტეტშიასოცირებულ პროფესორად;
2009 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
2006 წელს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გაიარა მოსამართლის თანაშემწის სამთვიანი სასწავლო კურსი და ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდა;
2004-2005 წლებში იყო გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიატი;
2004 წელს მონაწილეობა მიიღო ბერხუმში (გერმანია) გამართულ კონფერენციაში თემაზე - „რელიგიური ტოლერანტულობა თანამედროვე საზოგადოებებში“;
2001-2002 წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით უძღვებოდა სემინართა კურსს - „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვის ვალდებულება შეიარაღებულ კონფლიქტებში“ - საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებისა და ოფიცრებისათვის.
განათლება:
2002 წელს დაამთავრაქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2003-2005 წლებში სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლისინსტიტუტის ასპირანტურაში;
2005 წელს დაამთავრამიუნსტერის (გერმანია)ვესტფალური ვილჰელმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა და მიენიჭასამართლის მაგისტრის ხარისხი (LL.M.);
2015 წლიდან არის ივანეჯავახიშვილისსახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი;
2018 წლის 21 ივნისი - 20 აგვისტო - გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ დაფინანსდა სამეცნიერო კვლევა ფრიდრიხ შილერის სახელობის იენას (გერმანია) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე;
2019 წლის 31 მარტი - 13 აპრილი - საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ-Deutsche Stiftung für Internationale Rechtliche Zusammenarbeit) მიწვევით გაიარა სტაჟირება ბერლინის პირველი და მეორე ინსტანციის ადმინისტრაციულ სასამართლოში.