გენადი მაკარიძე

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე, საკვალიფიკაციო პალატის წევრი

2021 წლის  1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ  - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2024 წლის 3 ივნისიდან არის საკვალიფიკაციო პალატის წევრი.

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1976 წლის 11 იანვარს, ქ. თერჯოლაში.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

სამუშაო გამოცდილება

2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, თანამდებობაზე დანიშნული იყო უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;

2018-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;

2012-2018 წლებში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე;

2012 წელს იყო საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტი;

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების სამოქალაქო საქმეთა სექტორის უფროსად;

2007-2008 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში სასამართლოს სხდომის მდივნად, შემდეგ - მოსამართლის თანაშემწედ;

2005-2007 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კურიერად;

2004-2005 წელს მუშაობდა თერჯოლის რაიონულ სასამართლოში დარაჯად.

განათლება

1993 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თერჯოლის N 2 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტი, მეორეული ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგის სპეციალობით;

2006 წელს დაამთავრა ქელბაქიანის სახელობის ქ. ქუთაისის  სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი;

2010 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა;

2010-2011 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.