2021 წლის 12 ივლისს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2022 წლის 17 ოქტომბრიდან არის უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრი.
პირადი ინფორმაცია:
დაიბადა 1973 წლის 12 ოქტომბერს ქ. სამტრედიაში.
სამუშაო გამოცდილება:
2020-2021 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა მოსამართლე;
2021 წლის 26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად;
2017-2020 წლებში იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
2013-2017 წლებში - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარე. 2017 წლის ოქტომბრიდან მოსამართლედ განწესდა უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2012 წლის ოქტომბრიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;
2010-2012 წლებში - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და, ამავდროულად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მაგისტრატი მოსამართლე;
2009-2010 წლებში - სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;
2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის რაიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლად;
2003-2005 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ;
2002-2003 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლად;
1999-2002 წლებში - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სამტრედიის რაიონული განყოფილების გამომძიებლად;
2012 -2018 წლებში იყო აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული სპეციალისტი.
განათლება:
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა და მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდები;
2009 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა;
2014 წლიდან სწავლობს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.