გოჩა ჯეირანაშვილი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე

2024 წლის 18 ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 29 ნოემბერს ქ. ახალციხეში.

სამუშაო გამოცდილება

2021 წლის დეკემბრიდან 2024 წლის ოქტომბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.

2021 წლის აგვისტოდან დეკემბრამდე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.

2020-2021 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარე.

2018-2020 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.

2010-2018 წლებში - ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი.

2009-2018 წლებში იყო ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2018 წლის იანვრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

 2012-2018 წლებში ახალციხის რაიონული სასამართლოს  თავმჯდომარე.

 

2009 წელს იყო წალკის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ახალციხის რაიონულ სასამართლოში.

2007-2009 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროს გამომძიებლად.

2006-2007 წლებში მუშაობდა ახალციხის რაიონის შს განყოფილების კრიმინალური პოლიციის ჯგუფის უფროს გამომძიებლად.

2005-2006 წლებში მუშაობდა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების გამომძიებლად.

2004-2005 წლებში - სამცხე-ჯავახეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო სამმართველოს კორუფციასთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

2002-2004 წლებში იყო ახალციხის შს რაიონული განყოფილების კრიმინალური პოლიციის არასრულწლოვანთა საქმეების უფროსი ინსპექტორი.

განათლება

1994 წელს დაამთავრა ქ. ახალციხის ი. ჭავჭავაძის სახელობის N 5 საშუალო სკოლა.

2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.