2021 წლის 1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1973 წლის 18 ოქტომბერს, ქ. რუსთავში.
სამუშაო გამოცდილება
2018 წლის 18 იანვრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე. მოსამართლის
თანამდებობაზე განწესდა უვადოდ კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2005-2018 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე;
1999-2005 წლებში - კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე;
1997-1999 წლებში იყო ქ. რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივანი.
განათლება
1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი;
1999 წელს - თბილისის ეკონომიკის, სამართლისა და ინფორმაციის საერთაშორისო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი; ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა .
2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.