2021 წლის 1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1984 წლის 28 სექტემბერს, ქ. ცხინვალში.
სამუშაოგამოცდილება
2021 წლის 1 ივლისიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
2015 წლის აგვისტოდან 2021 წლის 1 ივლისამდე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე. 2018 წლის ივნისიდან აღნიშნულ თანამდებობაზე განწესდა უვადოდ - კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე;
2015 წლის თებერვლიდან აგვისტომდე მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ;
2007-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე.
განათლება
2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
2014-2015 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი;
2011 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით;
2007 წელს - მოსამართლის თანაშემწის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.