თეა ძიმისტარაშვილი

სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე, სადისციპლინო პალატის წევრი.

2021 წლის  1 დეკემბერს არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ - ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2023 წლის 5 ოქტომბრიდან არის სადისციპლინო პალატის წევრი;

პირადი ინფორმაცია:

დაიბადა 1973 წლის 6 აგვისტოს, დაბა გულრიფშში;

სამუშაოგამოცდილება:

2012 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის 1 დეკემბრამდე იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე;

2021 წელს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის მიერ, სამი წლის ვადით,  არჩეულია საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრად;

2011-2012 წლებში მივლინებული იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოში;

2007-2012 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე;

2007-2008 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში;

2007 წლის დეკემბრიდან 2008 წლის აგვისტომდე ასრულებდა ამავე სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

2009-2011 წლებში ახორციელებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას;

2005-2007 წლებში იყო სს „საქჰიდროენერგომშენის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

2005-2006 წლებში იყო ქ. გაგრის მერის მოადგილე, შემდგომ პირველი მოადგილე;

2004-2005 წლებში მუშაობდა სს „საქჰიდროენერგომშენის“ ფილიალ „ჰიდრომშენსერვისის“ იურისტად;

2003-2004 წლებში იყო აფხაზეთის ა/რ იუსტიციის მინისტრის მოადგილე;

2002-2003 წლებში მუშაობდა აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროში მრჩევლად საკადრო საკითხებში, შემდეგ - მინისტრის აპარატის უფროსად;

1999-2002 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში სხდომის მდივნად;

1997-1999 წლებში - აფხაზეთის ა/რ იუსტიციის სამინისტროს გუდაუთის რაიონის სასამართლოს კანცელარიის გამგედ;

2014 წლიდან  დღემდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი შემდეგ თემებზე: „ინფორმაციის თავისუფლება და მონაცემთა დაცვა“; „საერთაშორისო დაცვის ხელმისაწვდომობა, ბავშვის უფლების“ დაცვა და სხვა.

2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი.

განათლება:

1996 წელს  წარჩინებით დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი, მიენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია;

2002 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია;

2012 წლის 23-დან 25 მაისის ჩათვლით  მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარში ლტოლვილთა სამართალში,  ქ.კიევში;

2013 წლის 4-5 ნოემბერში მონაწილეობდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში, პრაღაში;

2003 წლის 15 თებერვალს ჩააბარა ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა; 2003 წლის 08 მარტს  -  პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2020 წლის 10 მაისს გაიარა სპეციალური მომზადება ბავშვის უფლებათა დაცვის სფეროში;

2019 წლის 9-10 თებერვალს მონაწილეობდა ტრენერთა ტრენინგში თემაზე: ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია;

2013 წლის 4-5 ნოემბერს - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მოსამართლეთა გაცვლით პროგრამაში, პრაღაში;

2012 წლის 23-25 მაისს - სამეცნიერო-პრაქტიკულ სემინარში ლტოლვილთა სამართალში, კიევში;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.