ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად ქეთევან ცინცაძე აირჩიეს

გამოქვეყნების თარიღი: 2025-06-10

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს (CCJE) სამუშაო ჯგუფის წევრად 2025 წლიდან, ევროპის საბჭოს 46 წევრი ქვეყნიდან 9 ქვეყნის წარმომადგენელს შორის (ნიდერლანდები; გერმანია;  გაერთიანებული სამეფო; შვედეთი; იტალია; უკრაინა; ავსტრია; საქართველო; ხორვატია) არჩეულ იქნა ქეთევან ცინცაძე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და  საქართველოს წარმომადგენელი ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოსა (CCJE) და მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპულ კომისიაში (CEPEJ).

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) 2000 წელს შეიქმნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით და იგი დაკომპლექტებულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებიდან მოსამართლე წარმომადგენლებით.

ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭო (CCJE) საქმიანობას ახორციელებს სამუშაო ჯგუფის დახმარებით, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს მოსამართლეთა და სასამართლო სისტემის გლობალური გამოწვევების საპასუხოდ, სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით ყოველწლიურად შექმნას სარეკომენდაციო ზოგადი ხასიათის დოკუმენტის/მოსაზრების (Opinions of CCJE) პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება  პლენარულ სხდომას და დამტკიცების შემდგომ ფართო პრაქტიკულ გამოყენებას ჰპოვებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებში.

(ქეთევან ცინცაძის ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრად არჩევის თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია CCJE-ს ოფიციალურ ვებგვერდზე:   https://www.coe.int/en/web/ccje/working-group-and-bureau-members-of-the-ccje-for-2018)


ბოლო სიახლეები

ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

2025 წლის 17-19 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თა

2025-06-23

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს   უზენაეს   სასამართლოში   2025   წლის   16 ივნისს, 12:00

2025-06-12

იხილეთ სრულად
მილოცვა

2025-05-31

იხილეთ სრულად