საქართველოს უზენაეს სასამართლოს საქართველოს გენერალური პროკურორი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ეწვივნენ

გამოქვეყნების თარიღი: 2026-04-21

მიმდინარე წლის 21 აპრილს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გვარაკიძესა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილემ, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ; საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, ამირან გულუაშვილმა; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ფურელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, სალომე ტყეშელაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის შემდგომ განვითარებას.

შეხვედრის დასასრულს სტუმრები ეწვივნენ მართლმსაჯულების მუზეუმს, სადაც განთავსებულია საქართველოში სამართლის განვითარებასთან ისტორიულად დაკავშირებული ნივთები და ატრიბუტები.


ბოლო სიახლეები

მუზეუმების საერთაშორისო დღე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმი უერთდება 18 მაისს მუზეუმების საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშ

2026-05-18

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლო ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის მონაცემებს აქვეყნებს

ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრის 2025 წლის მონაცემები. სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერაზე 2

2026-05-18

იხილეთ სრულად
მილოცვა

ძვირფასო კოლეგებო, პატივცემულო მოსამართლეებო! გილოცავთ 15 მაისს — მოსამართლის დღეს! ეს სიმბოლური თარიღი, რომელი

2026-05-15

იხილეთ სრულად