“Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს

გამოქვეყნების თარიღი: 2024-10-28

იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით კონსორციუმა „Ipsos France“ და პროფესორმა იან ვან დაიკმა მოსახლეობისა და სამართლის პროფესიული წრეების კვლევა ჩაატარეს.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ Ipsos France”-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 61% სასამართლოს დამოუკიდებლობას დადებითად აფასებს. ეს მაჩვენებელი 2018 წელთან შედარებით გაიზარდა 10%-ით და აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს, რაც 2023 წლის ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, 53%-ია.

აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორი ორგანიზაცია -  Ipsos“ („იფსოსი“), რომელიც მსოფლიოში მარკეტინგული კვლევის კომპანიებს შორის სიდიდით მესამე ადგილზეა, 1975 წელს დაარსდა (პარიზი, საფრანგეთი) და დღეს 90-მდე ქვეყანაში არის წარმოდგენილი.

პროფესორი იან ვან დაიკი კი ტილბურგის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორია, რომელიც წლების განმავლობაში  ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიული დაგეგმარების დეპარტამენტის დირექტორი იყო. მას დაარსებული აქვს მსხვერპლთა მხარდაჭერის ცენტრი ნიდერლანდებში, აგრეთვე იყო მიწვეული პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში. იან ვან დაიკი არის დანაშაულისა და კრიმინალური სამართლის ერთ-ერთი აღიარებული ექსპერტი მსოფლიოში; არის 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი; 2012 წელს დაჯილდოვდა კრიმინოლოგიაში სტოკჰოლმის პრიზით.


ბოლო სიახლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკის უზენაესი სასამა

2026-10-05

იხილეთ სრულად
განცხადება

საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული

2026-09-22

იხილეთ სრულად
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2026 წლის 22 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. იხ. დღის წესრიგი.

2026-09-13

იხილეთ სრულად